სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეერთებულ შტატებში, რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს, ორი ძვირადღირებულ თვითმფრინავზე კონფისკაფიის ორდენი იქნა გაცემული. საუბარია სულ 400 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების თვითმფრინავებზე.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, აბრამოვიჩის კუთვნილი ბოინგ 787-ის ღირებულება 350 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, „გალფსტრიმ ჯი 650 ი არ“-ის ღირებულება კი 60 მილიონს. თუმცა ეს თვითმფრინავები არაა ამერიკის იურისდიქციის ქვეშ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია სად არის ეს ორი თვითმფრინავი.
თვითმფრინავების საქმეზე გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ გამოიტანა. სასამართლომ თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თვითმფრინავების ბოლო დროინდელ მარშრუტებს, რომელიც არღვევდა ამერიკის ექსპორტის კონტროლის წესებს.
ოფიციალური ინფორმაციით ორივე თვითმფრინავი ამერიკული წარმოებისაა. „გალფსტრიმის“ ტიპის თვითმფრინავმა ფრენა სტამბოლიდან მოსკოვში შეასრულა, შემდეგ თელავივში გაფრინდა, შემდეგ კვლავ სტამბოლში და ბოლოს მოსკოვში. ბოინგ 787-ით კი ფრენა შესრულდა დუბაიდან მოსკოვის მიმართულებით.
ამ ფრენებისთვის აბრამოვიჩს ახალი წესებიდან გამომდინარე სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა შეერთებული შტატებიდგან, რომელიც არცერთ თვითმფრინავს არ ჰქონია.
მკაცრი კონტროლი და ახალი წესები კი მას შემდეგ იქნა დაწესებული, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუს მილიარდერს ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინა.
აშშ-ის ხელისუფლება რუსი ბიზნესმენებისა და მილიარდერების დასანქცირებას განაგრძობს, საუბარია იმ პირებზე რომლებიც ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან კრემლთან.
ამ დრომდე აბრამოვიჩს ან მის ადვოკატს განცხადება არ გაუკეთებიათ.
Facebook Forum