ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის მშენებლობაზე მომუშავე 13 რუსული გემი შავ სიაში შეიყვანა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული გემები, რომლებიც გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის მშენებელობაში იღებენ მონაწილეობას, ფორმალურად შეიყვანა შავ სიაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაზსადენის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი რუსი ოპერატორი და აღმასრულებელი დირექტორი სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ.

გემების შავ სიაში შეყვანა, საკმაოდ მოსალოდნელი ნაბიჯი იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, რესპუბლიკელებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსული კომპანიის სანქციების გარეშე დატოვების გამო.

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და რომლის, დაახლოებით 95%-იც დასრულებულია, რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს. „ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

კრიტიკოსები ამბობენ, ეს მილსადენი უკრაინას, ბელარუსს და რამდენიმე სხვა ქვეყანას გვერდს აუქცევს და ასე ამ ქვეყნების ენერგო იზოლაციას, ასევე ევროპაში, რუსეთის ენერგო ბატონობას შეუწყობს ხელს. ისინი, ასევე შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ბევრად უფრო დამოკიდებულს გახდის გერმანიას რუსეთზე.

მიუხედავად ამერიკისა და ენერგო უსაფრთხოების ექსპერტების, ასევე თავად გერმანიაში, ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილებისა, მისლადენს მხარს უჭერს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG