ექიმი ენტონი ფაუჩი, ამერიკის პირველი ინფექციონისტი ამბობს, რომ „არ არის დარწმუნებული“ კოვიდ-19-ის ბუნებრივ განვითარებაში და ვირუსის წარმოშობის ღია გამძიებას ითხოვს.
„კოვიდ-19-ის წარმოშობა ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია. ამიტომ, მინდოდა მეკითხა, კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ ის ბუნებრივად განვითარდა?“ – „პოლიტფაქტის“ წარმომადგენელმა, ქეიტი სანდერსმა ეს კითხვა ინფექციურ დაავადებათა ექსპერტს, ონლაინ ღონისძიებაზე დაუსვა.
„სინამდვილეში არა. ამაში არ ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში. გამოძიება უნდა გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, თუ რა მოხდა. უდავოდ, ადამიანები, რომლებიც ამას იკვლევდნენ, ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა, რის შემდეგაც ადამიანები დაინფიცირდნენ. მაგრამ, ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაც სხვა და ჩვენ ამის გარკვევა გვჭირდება. მე სრულებით ვეთანხმები ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმომავლობას შეისწავლის“ - უპასუხა სანდერსს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა.
Facebook Forum