ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში გულის ანთებითი დაავადებების აცრებთან შესაძლო კავშირს იკვლევენ


კოვიდ-19-ზე იმუნიზაციის ცენტრი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქ. კენტი, აშშ.
კოვიდ-19-ზე იმუნიზაციის ცენტრი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქ. კენტი, აშშ.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი იკვლევს მიოკარდიტის შემთხვევებს, რომლებიც შესაძლოა კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას უკავშირდებოდეს. გულის ანთებითი დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში დაფიქსირდა.

ცენტრის ვაქცინის უსაფრთხოების ჯგუფი ამბობს, რომ მცირე რაოდენობის შემთხვევები ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, უფრო მოზარდებში და ახალგაზრდებში ფიქსირდება. "უმეტესი ნაწილი საშუალო სიმძიმის დაავადებაა და მათი მონიტორინგი გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, ვაქცინებთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები თითქმის ისევე ეფექტურია პირველად ინდოეთში ნაპოვნ კორონავირუსის ვარიანტთან მიმართებაში, როგორც ბრიტანეთში პირველად ნაპოვნი ვერსიის წინააღმდეგ. განცხადება უახლეს კვლევაზე დაყრდნობით, ინგლისის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შაბათს გააკეთა.

კვლევამ აჩვენა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ინდოეთში ნაპოვნი B.1.617.2-ის წინააღმდეგ 88%-იან ეფექტურობას აჩვენებს. "ასტრაზენეკას" ვაქცინა კი 60%-ით ეფექტურია. ინგლისში ჯერჯერობით კორონავირუსის ბრიტანეთში პირველად ნაპოვნი ვარიანტი დომინირებს, რომელსაც ახლა კენტის ვარიანტს უწოდებენ. თუმცა, ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ სწრაფი გავრცელების გამო, ის შესაძლოა ინდოეთში ნანახმა შტამმა ჩაანაცვლოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG