ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულის ანთებით დაავადებებს და "ფაიზერის" ვაქცინას შორის კავშირი არ დასტურდება


როშელ ვალენსკი, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი
როშელ ვალენსკი, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თქმით, კავშირი გულის ანთებით დაავადებებს და კოვიდ-19-ის ვაქცინებს შორის არ დასტურდება. განცხადება სამშაბათს ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ გააკეთა. "ჩვენ მსგავსი სიგნალი არ დაგვიფიქსირებია, მაშინ როცა სპეციფიკურად ვეძებეთ ის 200 მილიონზე მეტ ადმინისტრირებულ დოზაში" - განაცხადა ვალენსკიმ.

დირექტორმა თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი მუშაობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად 14 შემთხვევის შესწავლაზე. იმუნიზებულ სამხედრო პერსონალს შორის, პერიკარდიტის (გულის პერანგის ანთება) და მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) შემთხვევები აღირიცხა.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ცნობამდე, კვირას, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლობს გულის ანთებითი დაავადებების მცირე რაოდენობას მათში, ვინც "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრეს. თუმცა, ჯერჯერობით მათ დასკვნა არ გამოუტანიათ. ისრაელში ანთებები 30 წლამდე ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება "ფაიზერმაც" გააკეთა. კომპანიის თქმით, აცრილ ადამიანებში აღრიცხული შემთხვევები იმაზე მეტი არ არის, რაც ნორმალურადაა აუცრელ ჯგუფებში მოსალოდნელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG