ამ კვირაში, ერთმანეთისგან რამდენიმე საათის დაშორებით, ორი კოსმოსური ხომალდი ვენერას ჩაუფრენს და თავის მთავარ მისიებთან ერთად, რომლებიც მზის სისტემის ცენტრის კვლევას ეხება, დამატებით სამეცნიერო მონაცემებს მიიღებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზის ორბიტის ზონდი, რომელიც ნასასთან თანამშრომლობით მოქმედებს, ორშაბათს ვენერის გარშემო შემოიფრენს, პლანეტის მიზიდულობის ძალას კურსის შეცვლაში დაიხმარებს და მზის პოლუსებზე დასაკვირვებლად გაემართება.
დაახლოებით, 33 საათის შემდეგ, ევროპულ-იაპონური ხომალდი “ბეპი კოლომბო” ვენერასთან კიდევ უფრო ახლო მივა და ამ მანევრს სიჩქარის მკვეთრად შესამცირებლად გამოიყენებს, რათა 2025 წლისთვის, მერკურის ორბიტისკენ კურსი უსაფრთხოდ აიღოს.
ორივე ზონდზე ბევრი სამეცნიერო ხელსაწყოა და ზოგიერთ მათგანს, ვენერაზე ახლო მანძილიდან დასაკვირვებლად გამოიყენებენ.
სამეცნიერო მონაცემები დაემატება ვენერის იმ გაზომვებს, რომლებიც იაპონურმა ზონდმა “აკაცუკიმ” შეასრულა. ნასა და ევროპული კოსმოსური სააგენტო ათწლეულის ბოლოსთვის ვენერის მიმართულებით კიდევ სამი მისიის გაგზავნას გეგმავენ.
Facebook Forum