ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სთან დაძაბულობის გამო თურქული ლირა უფასურდება


ვაშინგტონში თურქეთის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორებაა. თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიძაბა.

ანკარის დელეგაციის ამერიკის დედაქალაქში ჩამოსვლის ფონზე თურქული ლირა უფასურდება. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ გამოსწორდა, დაძაბულობას შესაძლოა თურქეთში ღრმა ფინანსური კრიზისი მოჰყვეს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლირამ ყველაზე დიდი ვარდნა კვირის დასაწყისში განიცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ თურქული პროდუქციისთვის ამერიკულ ბაზარზე მოსაკრებლის გარეშე წვდომის გაუქმებაზე ფიქრობდა.

ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ დაპატიმრებული ამერიკელი მღვდლის ციხიდან გამოშვებაზე უარი თქვა. ენდრიუ ბრენსონს თურქეთი ტერორიზმის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. ბრენსონი დაპატიმრების დღიდან ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG