ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ლიდერი მარმარილოს ზღვის ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის პირობას დებს


შაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მარმარილოს ზღვას ე.წ. “ზღვის წვინტლების” აფეთქებისგან იხსნის. ეს მოვლენა ზღვის ბიოლოგებისა და გარემოს დამცველებისთვის განგაშის გამომწვევია.

ზღვის წებოვანი ნივთიერების უზარმაზარი მასა, სქელი, ლორწოვანი ნივთიერება ზღვის ორგანიზმებისგან გამოიყოფა. ეს მასა მარმარილოს და მეზობელ შავ და ეგეოსის ზღვებში გავრცელდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ დაუმუშავებელი ნარჩენების მარმარილოს ზღვაში ჩაყრამ და კლიმატის ცვლილებამ “ზღვის წვინტლების” გამრავლება გამოიწვია. ზღვის სანაპიროზეა სტამბოლი, თურქეთის უდიდესი ქალაქი 16 მილიონიანი მოსახლეობით, ასევე ხუთი სხვა პროვინცია, ქარხნები და ინდუსტრიული კვანძები.

ზღვის ლორწოვანმა მასამ, თურქეთში წელს უმაგალითო დონეს მიაღწია. სტამბოლის და მეზობელი პროვინციების სანაპიროებზე, ის წყლის ზედაპირზე ნაცრისფერ, წებოვან ფენად გამოიყურება. წყალქვეშ გადაღებულ ვიდეოში ამ ნივთიერებით გაგუდული მარჯანი გამოჩნდა.

ერდოღანმა თქვა, რომ მითითება მისცა გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს, რათა კოორდინაცია მოახდინოს შესაბამის ინსტიტუტებთან, მუნიციპალიტეტებთან და უნივერსიტეტებთან. გუნდები დაბინძურების სხვა პოტენციურ წყაროებთან ერთად იკვლევენ კანალიზაციის წყლის და მყარი ნარჩენების ობიექტებს, თქვა მან.

ზღვის ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანების მიერ წარმოქმნილი ნაგავი და წარმოებების მიერ დაბინძურება თურქეთის ზღვებს ახრჩობს. ისინი ამბობენ, რომ ამ პრობლემას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის წყლის ტემპერატურის აწევაც ემატება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG