ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური დათბობის პროცესი გრძელდება


2010 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 4 ცელსიუსით მოიმატებს, შესაძლოა 8 გრადუსამდეც გაიზარდოს

2010 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 4 ცელსიუსით მოიმატებს, შესაძლოა 8 გრადუსამდეც გაიზარდოს, თუკი ნახშირბადის დიოქსიდის ნარჩენების გამოყოფა არ შემცირდა. ამის შესახებ ახალი კვლევის შედეგები ჟურნალმა „ბუნებამ“ გამოაქვეყნა. მეცნიერები თვლიან, რომ მსოფლიო კლიმატი ნახშირორჟანგთან მიმართებაში სულ უფრო მგრძნობიარე ხდება.

ატმოსფეროში სითბოს შემაკავებელი ნახშირორჟანგის (ნახშირბადის დიოქსიდის -CO2) კონცენტრაციამ გასული საუკუნის მანძლზე 40 პროცენტით იმატა. ახალი კვლევების მიხედვით, სითბური აირების მატება, რომელიც ელექტროსადგურებიდან, მანქანებიდან და შენობებიდან საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება, დედამიწის კლიმატზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, რაც სითბური მოვლენების წარმოშობის საგანგაშო მატებას უწყობს ხელს.

ავსტრალიის კლიმატური ცვლილებების სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელი სტივენ შერვუდი ამ მეცნიერული ნაშრომის ავტორია. ის აცხადებს, რომ კვლევის შედეგები, რომლის თანახმად დედამიწაზე დათბობა 4 ცელსიუსით გაიზრდება, წყლის აორთქლების და შესაბამისად, ღრუბლების წარმოქმნის სისტემაზეა დამოკიდებული.

მისი განცხადებით, როდესაც ოკეანიდან წყალი ორთქლდება და ზევით მიიწევს, ის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ჩერდება, სანამ უკან, დედამიწის ზედაპირზე დაბრუნდება. მაშინ, როცა ზოგჯერ 10-15 კილომეტრზე ადის. ამ მოკლე მანძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კლიმატზე ძალიან მგრძნობიარედ მოქმედებს. აორთქლებული წყლის ატმოსფეროს მაღალ შრეებამდე მიღწევას ღრუბლის წარმოქმნაში და მის განაწილებაში კლიმატური დათბობის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შერვუდი ამბობს, რომ ამ ანალიზის მიხედვით, ღრუბლების წარმოქმნის პროცესი რთულად მიმდინარეობს, რის გამოც დედამიწა უფრო მეტ სინათლეს და სითბოს იღებს.

კითხვა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, მდგომარეობს იმაში, თუ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ღრუბლების რაოდენობის შემცირებას? რა ხდება დედამიწაზე დათბობის შედეგად, ღრუბლები ისევე დარჩება, იკლებს, თუ გაიზრდება? სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ღრუბლების რაოდენობა მცირდება. აორთქლებული მასა ისეთ შრეებში ჩერდება, სადაც ღრუბლების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა წარმოიქმნება, აცხადებს შერვუდი.

შერვუდი ამბობს, რომ კლიმატური მოდელები, რომელიც ნახშირბადის დიოქსიდის მცირე ზეგავლენას აჩვენებს გლობალურ ტემპერატურულ ცვლილებებზე, გათვლილია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა აორთქლებული წყალი დედამიწის ზედაპირიდან 10-15 კილომეტრის სიმაღლეზე ადის და იქ ღრუბლებს წარმოშობს.

შერვუდის განცხადებით, კლიმატზე ზემოქმედების შეფასებები, რომლებიც ატმოსფეროს უფრო დაბალ ფენებში იქნა აღმოჩენილი, დაკვირვებებს არ ექვემდებარება.

მისი თქმით, კლიმატურ შრეებში მიმდინარე პროცესების სწორი მოდელის შესწავლაა აუცილებელი, რომელიც რეალურად ბუნებაში მიმდინარე დაკვირვებებს შეესაბამება. მეცნიერი აცხადებს, რომ უახლესი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სითბური აირების გამოყოფის შემცირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიმატური ცვლილებებისთვის თვალის გასწორება მოგვიწევს.
XS
SM
MD
LG