ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კონფერენციას საპროტესტო აქცია მოჰყვა


გლობალური დათბობის მსოფლიო პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო დაფინანსება აგვიანებს

ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულმა საკითხებმა პოლონეთში გაეროს კლიმატის შესახებ კონფერენციის პროგრესულად წარმართვას შეუშალა ხელი. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პემ დოკინსი იმის შესახებ საუბრობს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის გლობალური დათბობის პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევის საკითხი გადაუჭრელი რჩება.

საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების პატარა ჯგუფი გაეროსთან კლიმატის საკითხზე კონფერენციას აპროტესტებდა. მიზეზი გლობალური დათბობის მიზნით თანხების გამოყოფის საკითხია.

განვითარებადი ქვეყნები მდიდარ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება წელიწადში 100მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც გლობალური დათბობის პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. ეს ვალდებულება 2020 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.

ოქსფამის კლიმატური ცვლილებების პრეს-მდივნის, საიმონ ბრედშოუს განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ეს დანაპირები არ შეასრულონ.

საიმონ ბრედშოუ: განვითარებულ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ დაუფარავთ ფინანსური ხარჯები ძველი ვალდებულების დასაფინანსებლად, რომლებიც ჯერ კიდევ 2009 წლისთვის უნდა შესრულებულიყო. მიმდინარე წელს ძალიან მცირე ფინანსური დახმარება წამოვიდა, არცერთ ქვეყანას არ მოუწოდებია გაწერილი გეგმა დახმარების გაზრდის თაობაზე.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერენცია ფილიპინის კუნძულებზე მომხდარი ტაიფუნ „ჰაიანის“ ფონზე იმართება, რაც კონფერენციის მსვლელობაზეც აისახა.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ექსტრემალური კლიმატური მოვლენები, როგორიცაა ქარიშხალი, წელიწადში 200 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ეს დანაკარგი შეიძლება კლიმატური პირობების გაუარესების ფონზე ისევ გაიზარდოს.

ეს ცვლილებები იმ დროს ხდება, როდესაც ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები თავიანთი ეკონომიკური ზრდის სტიმულაციას ცდილობენ.

ევროკომისიის კლიმატური საკითხების კომისარი კონი ჰედიჯერდი: არ შეგვიძლია გვქონდეს ავტომატური კომპენსაციის სისტემა, რომელიც დედამიწაზე, ნებისმიერ ადგილას ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში ავტომატურად ამუშავდებოდა.

ფილიპინების წარმომადგენელს სათბურის გაზებთან დაკავშირებული შეთანხმების არარსებობის გამო კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა.

„თუ პროგრესზე არის საუბარი, უფრო სწორი იქნებოდა წარუმატებლობის მიზეზებზე ვიმსჯელო. მეცნიერება როგორ ვლინდება ბუნებრივ მოვლენებში, რა გავლენას ახდენს არამხოლოდ ტაიფუნ ჰაიანზე, არამედ სხვა მოვლენებზეც, როგორიც იყო ქარიშხალი კატრინა, პაპანაქება სიცხე საფრანგეთში, ტყის მასივების ხანძარი ავსტრალიაში და სხვა ექსტრემალური მოვლენები რომლებსაც ადგილი აქვს გლობალური დათბობის შემდეგ მსოფლიოში, ამის გამო არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენ ყველას?-„-განაცხადა მერი სერინგმა, ფილიპინების წარმომადგენელმა.
კონფერენცია პარასკევამდე გრძელდება. მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ ამ შეხვედრაზე 2015 წლის კლიმატურ საკითხებთან შეთანხმების შესახებ საფუძველს მოამზადებენ.
XS
SM
MD
LG