ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრების არასწორად გაშუქებისთვის... ცენზურა თურქეთში


"ცენზურა" ასე აფასებენ თურქეთში არსებული მაუწყებლები თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ათზე მეტი მაუწყებელი დაჯარიმდა, მედიების მუშაობა კი შეფასებულ იქნა როგორც საზოგადოების დემორალიზების მცდელობა.

მარეგულირებელმა ტელემაუწყებლების დაჯარიმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მაუწყებლები თურქეთში ტყის ხანძრებს უწყვეტად აშუქებდნენ. ბრალდების მიხედვით, მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებდნენ მხოლოდ ცეცხლის ახალ და დიდ კერებზე და არ აშუქებდნენ ისეთ მონაკვეთებს, სადაც ცეცხლის ჩაქრობა წარმატებით ხდებოდა. მარეგულირებლის შეფასებით, მედიის ასეთი ქმედება საზოგადოებისა და მეხანძრე-მაშველების დემორალიზებას ახდენდა.

თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამი, იყო რომ ტელეკომპანიებს არ უნდა ჰქონოდათ უწყვეტი პირდაირი ერთერი უშუალო ეპიცენტრიდან.

ოფიციალურ წერილში მოყვანილი ფაქტები მედიაორგანიზაციების შეფასებით, შეიცავს ცენზურის ელემენტებს და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნებს, რისი უფლებაც მარეგულირებელს არ აქვს.

ივლისიდან ივლისამდე - ქართული მედიის 20 წელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:58:06 0:00

"ეს არის სამეთვალყურეო, მარეგულირებელი ინსტიტუტი. მას არ აქვს უფლება ჩაერიოს შინაარსში და სარედაქციო პოლიტიკაში. გარკვეული პერიოდია, მარეგულირებელი ერევა მაუწყებლების სარედაქციო საკითხებში ეს დაუშვებელია,"- აცხადებს მარეგულირებელი საბჭოს ყოფილი წევრი და მედიაომბუდსმენი ფარუს ბილდირიჩი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი მედიაორგანიზაციების კონტენტსა და სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა მაშინაც, როდესაც თურქეთში რამდენიმე დიდი მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარეგულირებელი კომისიის მთავარი სამიზნე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არიან. ბილდირიჩი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამთავრობო მედიასაშუალებებს მარეგულირებლისგან არც გაფრთხილება მიუღიათ და არც დაჯარიმებულან. "ამერიკის ხმამ" ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო, რადგან მარეგულირებელი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.

საჯარო წერილის მიუხედავად, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და კატეგორიულად უარყო, რომ მათი ქმედებები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ან ცენზურის ნიშნებს შეიცავს. მეტიც, მარეგულირებლის ხელმძღვანელმა პროსამთავრობო მედიასთან საუბრის დროს რამდენიმე მედია ორგანიზაცია მანიპულაიაში დაადანაშაულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG