ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: სოცმედიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ 5-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებს ინფორმაციის მისაღებად, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღებისას დომინანტური საშუალება კვლავ ტელევიზიაა.

კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, 2014 წლის შემდეგ 27%-ითაა გაზრდილი.

ციფრებში ინფორმაციის პირველწყაროების შესახებ ინფორმაცია ასე გამოიყურება: მოსახლეობის 57%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, 35%-სთვის ინტერნეტი/სოციალური მედია, 4%-სთვის მეგობრები და მეზობლები, 2%-სთვის ოჯახის წევრები, ხოლო 1%-სთვის თანამშრომლები.

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG