ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: არცერთი პარტია არ დგას გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ახალი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (51%) ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მოსახლეობის ნაწილმა ამ შეკითხვაზე პასუხისას კი თქვა, რომ არ იცის (10%), ან არ სურს ასეთი პარტიის დასახელება (9%). კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა.

რაც შეეხება მათ, ვინც კონკრეტული პარტია აირჩია, მონაცემები ასე გადანაწილდა: 18%- პარტია "ქართული ოცნება; "ნაციონალური მოძრაობა"- 6%; სხვა პარტიები- 6%.

"პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება... ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებენ NDI-ში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში შესულია ისეთი პოლიტიკური სკაითხებიც, როგორიცაა, ქვეყნის პოლიტიკური გეზი, მერისა და მთავრობის საქმიანობის შეფასება და დემოკრატიის დონე.

გამოკითხვის მიხედვით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობა გამოკითხულთა 39%-მა კარგად შეაფასა, 25%-მა კი ცუდად. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოს საქმიანობა კარგად მხოლოდ 17%-მა შეაფასა, ცუდად კი 29%-მა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 52% ამბობს, რომ ცუდად, 36% -კარგად, ხოლო 9% პასუხი არ იცის. მთავრობის საქმიანობას 2020 წლის დეკემბერში 38% აფასებდა ცუდად, ხოლო 50% -კარგად.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის. 35%-ის აზრით - არის, ხოლო 13%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 48-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით, ხოლო 19%-ისთვის ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG