რუსეთის ხელისუფლებამ, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი, ახალი ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ნავალნის ბრალი ედება ისეთი ორგანიზაციის შემქმნაში, რომელიც "არღვევს მოქალაქეთა უფლებებს". რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ეს კანონდარღვევა 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნავალნის "ანტი-კორუფციული ფონდი" აიძულებს რუსებს, დაარღვიონ კანონი და მონაწილეობა მიიღონ არაავტორიზებულ საპროტესტო აქციებში მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
ნავალნის თანამებრძოლებმა, რომლებიც სოციალურ მედიაში "ნავალნის გუნდის" სახელით აკეთებენ განცხადებებს, თქვეს, რომ ეს არის "ბოლო უაზრო ბრალი", რომელიც ნავალნის წაუყენეს.
"არავინ ისე არ არღვევს მოქალაქეების უფლებებს, როგორც თავად პუტინი და მისი ქვეშევრდომები, მათ შორის, საგამოძიებო კომიტეტი", - ამბობენ ნავალნის თანაგუნდელები.
ალექსეი ნავალნი, რომელიც პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და ოპოზიციის ლიდერია, აგვისტოში საბჭოთა ნერვული აგენტი "ნავიჩოკით" მოწამლეს. გერმანიაში მკურნალობის და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი ის რუსეთში დაბრუნდა, სადაც საზღვრის გადაკვეთისთანავე დააპატიმრეს.
ნავალნის პირობითი სასჯელის პირობების დარღვევა ედება ბრალად. რუსეთის ხელისუფლება ოპოზიცონერს უმტკიცებს, რომ კომაში მყოფი ნავალნი რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო და არ დაერღვია პირობითი სასჯელის პირობები, რაც ქვეყნიდან გაუსველობას გულისხმობს.
ნავალნის, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროშია, 3 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი.
Facebook Forum