ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა 6 დღეში 8 რეგიონული დედაქალაქი დაიპყრეს


ადგილობრივი მოსახლეობით გარშემორტყმული თალიბი მებრძოლი, 11 აგვისტო, 2021 წელი.
ადგილობრივი მოსახლეობით გარშემორტყმული თალიბი მებრძოლი, 11 აგვისტო, 2021 წელი.

ავღანეთში თალიბანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს.

ეს ბოლო 6 დღის მანძილზე, რიგით მე-8 პროვინციული დედაქალაქია, რომელსაც ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალები ვეღარ აკონტროლებენ. მათ ფაიზაბადისთვის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხება განიცადეს და მეზობელ პროვინციაში დაიხიეს უკან. ინფორმაცია "როიტერს" ქალაქის საბჭოს წევრმა მიაწოდა.

ფაიზაბადი ავღანეთის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბადახშანის დედაქალაქს წარმოადგენს. ბადახშანი ქაბულისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, ის ტაჯიკეთს, პაკისტანს და ჩინეთს ესაზღვრება.

თალიბები ახლა ავღანეთის, დაახლოებით, 65 პროცენტს აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მათ ჯამში 11 პროვინციული დედაქალაქი დაიკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG