ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საჰაერო დარტყმები ავღანეთის მხარდასაჭერად


მიმიდნარე კვირაში, ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ავღანეთის ხელისუფლება, რამდენიმე პროვინციაში, მათ შორისა სტრატეგიული მნიშვნელობის ყანდაარი, იერიშზე გადასულ თალიბებს ებრძვის.

საჰაერო დარტყმები გამოხატავს ამერიკის განზრახვას, გააგრძელოს ავღანური ძალების მხარდაჭერა ქვეყნის მიღმა ბაზირებული საბრძოლო თვითმფრინავებით. ეს მინიმუმ იქამდე მოხდება, ვიდრე გეგმის მიხედვით 31 აგვისტოს, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად არ დატოვებენ. ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ არ განუცხადებია, გააგრძელებს თუ არა ამ მხარდაჭერას ჯარების სრული გამოსვლის შემდეგ.

ამერიკას ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთის მახლობლად, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითფრინავები აქვს განთავსებული. მათ შორისაა, რეგიონში მდებარე ავიამზიდებზე განლაგებული სამხედრო თვითმფრინავები და სპარსეთის ყურეში განლაგებული ბომბდამშენები.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვიმოქმედეთ საჰაერო თავდასხმებით ავღანეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად. მაგრამ, ამ საჰაერო დარტყმის ტექნიკურ დეტალებში არ შევალ“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა. ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ყანდაარის რეგიონში განხორციელებულ საჰაერო დარტყმების შესახებ ჰკითხეს.

სააგენტო „ასოშეითედ პრესის“ ცნობით, თავდაცვის უწყების სპიკერის კომენტარის შემდეგ, პენტაგონის სხვა ოფიციალურმა პირებმაც განაცხადეს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად ამერიკამ ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმის მიზანი სამხედრო ტექნიკის განადგურება იყო, მათ შორის საარტილერიო დანადგარისა და ავტომობილის, რომლებიც თალიბებმა ავღანეთის ძალებისგან წაიღეს - აცხადებს ოფიციალური წარმომადგენელი.

20 წლის შემდეგ ავღანეთში ომი დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ავღანეთს მოუწოდეს გამოიყენონ საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე აშშ-ის მიერ გაწრთვნილი სახმელეთო ძალები. ბოლო თვეების განმავლობაში, ავღანურმა ძალებმა თალიბებთან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დათმეს, რაც მათ შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

„ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს აქვს შესაძლებლობა იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, სადაც ეს აუცილებელი იქნება, პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მითითების შესაბამისად“ - განაცხადა მიმდინარე კვირაში პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალმა მარკ მილიმ. გენერალი ამბობს, რომ ავღანელი ხალხის მომავალი მათ ხელშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG