ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარაში პოლიციამ "პრაიდი" დაარბია


თურქეთის დედაქალაქში პოლიციამ სამშაბათს "LGBTQ​" პრაიდის მარში დაარბია და ათობით ადამიანი დააკავა. თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ ღონისძიებები აკრძალა, თუმცა 50-მდე ადამიანი ცისარტყელას დროშებით მაინც გამოვიდა ანკარაში „პრაიდის“ თვის დასასრულის აღსანიშნავად.

პოლიციამ ჯგუფს ანკარის ცენტრალურ პარკამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა. აქტივისტთა ნაწილის დაკავებამ, რომლის დროსაც პოლიცია მათ ასფალტზე აწვენდა, გამვლელთა გაბრაზება და ჩარევა გამოიწვია, რომლებიც ოფიცრებს ეუბნებოდნენ მარშის მონაწილეებისთვის თავი დაენებებინათ.

ორგანიზატორების თქმით, სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს. ისლამისტთა მცირე ჯგუფმა, რომლებიც ლგბტქ თემს ეწინააღმდეგებიან, პარკთან კონტრდემონსტრაცია გამართა.

თურქეთი ადრე იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მუსლიმურ ქვეყნებს შორის, სადაც "პრაიდის" მარშები დაშვებულია. პირველი 2003 წელს გაიმართა, პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე.

ბოლო წლებში მთავრობა ზღუდავს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ წარმოადგენენ მის რელიგიურად კონსერვატიულ შეხედულებებს. პრაიდის ღონისძიებებს თან ახლდა პოლიციის მიერ დაკავებებთან ერთად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება. გასული თვის ბოლოს სტამბოლში პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შემდეგ 300-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG