ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი საკარანტინო ნორმებს ამსუბუქებს


საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს.

ახალი წესების თანახმად, ქვეყანაში ჩასული თურქეთის მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს სხვა სივრცეში აღარ გაივლიან და ისინი სამედიცინო შემოწმების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელში დარჩებიან 14 დღის განმავლობაში და დააკვირდებიან თავს აქვთ თუ არა საეჭვო სიმპტომები.

აქამდე თურქეთში ჩასული ადამიანები სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში იყვნენ გადანაწილებულები და იქ გადიოდნენ 14 დღიან დაკვირვებას.

თურქეთში სულ კოვიდ19-ის 151 615 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 000 აჭარბებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG