ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსების სამუდამო შეწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტის პირობაა ორგანიზაციამ 30 დღეში აჩვენოს უკეთესობა.
ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება, დროებით, გასულ თვეს შეუწყვიტა. პრეზიდენტი ორგანიზაციას ჩინეთის "დეზინფორმაციის" გავრცელებაში სდებდა ბრალს. ტრამპის ბრალდებას უარყოფს როგორც ჯანმო, ისეთი ჩინეთის ხელისუფლება.
"თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გადადგამს სიღრმისეულ ნაბიჯებს გაუმჯობესებისკენ მომავალი 30 დღის განმავლობაში, მაშინ მე სამუდამოდ გავყინავ ამერიკის მხრიდან დაფინანსებას და გადავხედავ ჩვენი წევრობის საკითხსაც", წერია განცხადებაში, რომელიც ჯანმოს ხელმძღვანელს მიემართება. პრეზიდენტმა წერილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
წერილში ტრამპმა თქვა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ჯანმოს წინ წაწევს, ესაა იმის დამტკიცება, რომ ის დამოუკიდებელია ჩინეთისგან. პრეზიდენტმა დაამატა, რომ მისმა ადმინისტრაციამ რეფორმებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო განხილვები ჯანმოს ხელმძღვანელთან.
Facebook Forum