დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლა ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარი არ სურს და არ გამორიცხავს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტოს.
ტელეკომპანია „ფოქსთან“ საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია ჩინეთის მარცხით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სი ძინპინთან, მაგრამ ახლა მასთან საუბარი არ მსურს. ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო. შეგვეძლო ჩინეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა. ეს რომ გაგეკეთებინა რა მოხდებოდა? 500 მილიარდ დოლარს დავზოგავდით. ამაზე წლებია ვსაუბრობ.“ - განაცხადა პრეზიდენრტმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნება ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესშია და ეს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სასარგებლო იქნება.
მისივე თქმით, ამჟამად აშშ და ჩინეთი ვირუსთან ბრძოლაში უნდა თანამშრომლობდნენ, რათა პაციენტები გამოაჯანმრთელონ და ეკონომიკური წარმოება გააგრძელონ - "თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ აშშ-ს ჩვენთან მუშაობის სურვილი ჰქონდეს"- აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
Facebook Forum