მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე მესამე დღეა აქციების ფასი ეცემა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა კორონავირუსი არასდროს გაქრეს. ამასთან, გაისმა სიგნალები, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა მინიმუმამდე დაეცეს.
ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელმა, ინვესტიციებისთვის ბიძგის მიცემის მიზნით, შეერთებული შტატების საპროცენტო განაკვეთების უარყოფით ზონაში (მინუსებში) გადასვლის შესახებ საუბარი გააბათილა. ბაზრებზე სავარაუდოდ, ასევე იმოქმედა სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ვირუსის ახალმა აფეთქებებმა და გლობალური ეკონომიკის ზოგიერთმა ულმობელმა შეფასებამაც.
აზიის ბაზრები უოლ-სტრიტის დაბალ მაჩვენებლებს მიყვნენ. აზია-წყნარი ოკეანის აქციები ქვედა ნიშნულზე, 1.3 პროცენტზე დაეშვა. იაპონიის მძიმეწონიანი “ნიკეი” წითელ ზონაში, 1.75 პროცენტიან ნიშნულზე დაიხურა.
ფედერალური სარეზერვო ფონდის მსგავსად, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ თქვა, რომ ნოლის ქვემოთ საპროცენტო განაკვეთებისკენ “ძალიან დიდ ნაბიჯზე” არ ფიქრობდა. იაპონიის ბანკმა კი განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების უარყოფითი ტერიტორიის მიმართულებით უფრო მეტ მოძრაობას არ გეგმავს.
შეერთებულ შტატებში, ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან სიფრთხილის დაჟინებით მოწოდების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკის ამუშავებას ცდილობს. ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა მედიას უთხრა: “ ეკონომიკის ნელა გახსნას ვაპირებთ, მაგრამ ზედმეტად დიდხანს თუ მოვიცდით, არსებობს რისკი, რომ ამერიკის ეკონომიკა განადგურდება.”
Facebook Forum