დღეს თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში განლაგებული ქურთი ამბოხებულების პოზიციები დაბომბა. ანკარის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ოპერაციის მიზანი ქურთების, მათი იარაღის, ამუნიციის და ასაფეთქებელი მოწყობილობების თურქეთის საზღვარზე შეტანისთვის ხელის შეშლა იყო.
მორიგი იერიშების შედეგად სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც ამბოხებულები, ასევე მედიის წარმომადგენლები - აცხადებს ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, სახელწოდებით სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია, რომელიც კონფლიქტის მონიტორინგს ახორციელებს.
Facebook Forum