სირიის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან, ოთხშაბათს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გაგრძელდა. მოსახლეობის გაყვანა მას შემდეგ შეწყდა, რაც შაბათს დაბომბვამ 126 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სირიის სახელმწიფო მედიის და ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, “სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის” თქმით, ამბოხებულთა მიერ ალყაშემორტყმული ქალაქებიდან 3000 ადამიანია ევაკუირებული.
მოსახლეობის გაყვანა შეტაკებების ზონიდან წინა თვეში დადებული შეთანხმების მიხედვით მიმდინარეობს. შაბათს, რაშიდეენის დაბომბვისას, ბომბი ავტობუსების კოლონას დაეცა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა გადაჰყავდა. გაეროს უშიშროების საბჭომ მომხდარი დაგმო.
Facebook Forum