ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა


ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თბილისში თავის ქართველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯავადიმ განაცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ზარიფის თქმით, გაძლიერდება თანამშრომლობა ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ისევე როგორც მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონულ საკითხებზე.

ასევე აღინიშნა საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, გასულ წელს ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომავალი ვიზიტი ირანში, რომელიც ამ კვირის ბოლოს შედგება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტsპრემიერ-მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

ვიზიტის ფარგლებში იმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმიც, რომელსაც ჯავადი და საქართველოს ეკონომიკისა მინისტრი გახსნიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG