თურქეთის განცხადებით, ანკარა ასრულებს სამხედრო ოპერაციას, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ იყო მიმართული და შვიდი თვე გრძელდებოდა. ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რა გავლენა ექნება თურქეთის გადაწყვეტილებას სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესებზე, სადაც ისლამური სახელმწიფო, ქურთი მებრძოლები და ამბოხებულთა ჯგუფები ტერიტორიის მოსაპოვებლად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან.
თურქეთმა ოპერაცია აგვისტოში დაიწყო. თურქეთის სამხედროები და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიელი დაჯგუფებები ქალაქ ჯარაბლუსთან იბრძოდნენ და ცდილობდნენ ისლამური სახელმწიფოსთვის თურქეთის საზღვარზე, 40 კილომეტრიანი, გასასვლელი ჩაეკეტათ. თურქეთის თქმით, ეს ტერიტორია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან განთავისუფლდა.
Facebook Forum