თურქეთის სასამართლომ სტამბოლში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, 17 ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სახელმწიფოს ერთიანობის წინააღმდეგ, მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში ედებათ. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
Absolutely Agency-ის ინფორმაციით, სასამართლომ კიდევ სამი ეჭვმიტანილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამასთან, ბრძანება გაიცა 29 ადამიანის დეპორტაციის შესახებ, რომლებიც პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავა.
13 ნოემბერს მომხდარი აფეთქების სამიზნე სტამბოლის ხალხმრავალი ისტიკლალის გამზირი იყო - პოპულარული გამზირი მაღაზიებითა და რესტორნებით. აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. 80-ზე მეტი დაიჭრა.
თურქეთის ხელისუფლება გასულ შაბათ-კვირას მომხდარ აფეთქებებში, უკანონოდ გამოცხადებულ ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს. ასევე, მასთან დაკავშირებულ სირიელ ქურთებს. ქურთი მებრძოლი ჯგუფები მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სირიელი ქალია, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, ისტიკლალის გამზირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა.
ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში შეიარაღებულ ამბოხებებს 1984 წლიდან აწყობს. დაპირისპირებაში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.