აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის გადაწყვეტილება დატოვოს მთავარი დემოკრატის პოზიცია წარმომადგენელთა პალატაში, მას შემდეგ რაც დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობისთვის საკმარისი მანდატები ვერ მიიღო, ახალგაზრდა შავკანიან კონგრესმენ ჰაკიმ ჯეფრის წამყვანი დემოკრატი პოლიტიკოსის შანსებს ზრდის. ის პალატაში პარტიის ლიდერი იქნება და ეს პოზიცია მას მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.
პელოსი კი პირველი ქალი იყო, რომელმაც სპიკერის პოზიციაზე ამერიკის სამ პრეზიდენტთან იმუშავა. დემოკრატიული პარტიის ორი უფროსი ლიდერი 80 წელს არის გადაცილებული.
ახალი სპიკერის ასარჩევად პალატა 30 ნოემბერს გამართავს კენჭისყრას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ნენსი პელოსი ყველაზე გავლენიან სპიკერად შეაფასა ამერიკის ისტორიაში.