ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის მოსამართლემ ეჭვმიტანილი გაათავისუფლა


ცარნაევის მეგობარი 100,000 დოლარის გირაოს ფასად გათავისუფლდა

მოსამართლემ ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევის მეგობარი განაჩენის გამოტანამდე 100,000 დოლარის გირაოს ფასად გაათავისუფლა.

ამერიკის მოქალაქეს რობელ ფილიპოსის თავისუფლებას ელექტრონული სამაჯური გააკონტროლებს. ფილიპოსს ბოსტონში 15 აპრილის აფეთქებებზე გამომძიებლებისთვის ცრუ ჩვენებების მიცემა ედება ბრალად.

ცარნაევის კიდევ ორი მეგობარი, რომლებიც წარმოშობით ყაზახეთიდან არიან, სასამართლოში მომავალ კვირას გამოცხადდება. მათ კანონის დარღვევა და მტკიცებულებების განადგურება ედებათ ბრალად.
XS
SM
MD
LG