ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მალერის სამსახურიდან გაშვება სცადა - „ნიუ-იორკ თაიმსი“


მედიის ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული საშუალების ინფორმაციით, გასული წლის ივნისში, პრეზიდენტმა ტრამპმა რობერტ მალერის სამსახურიდან გაშვება გადაწყვიტა. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო თანამშრომლობას და პრეზიდენტის მიერ სამართლის შესაძლო დაბრკოლების საქმეებს იძიებს.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებიდან უკან მას შემდეგ დაიხია, რაც თეთრი სახლის ადვოკატის - დონ მაკგანის - მხრიდან წინააღმდეგობას და გადადგომის მუქარას გადააწყდა.

დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა გავრცელებულ ინფორმაციას ჩვეული ფრაზით უპასუხა: „ყალბი ახალი ამბები, მეგობრებო, ყალბი ახალი ამბები. „ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ დამახასიათებელი სიყალბე“. ტრამპის ადვოკატმა თი კობმა „სპეციალური გამომძიებლის ოფისის და მის მიერ წარმართული გამოძიებისადმი პატივისცემის ნიშნად“, კომენტარისგან თავი შეიკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG