ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების საგანგებო გამომძიებელი რობერტ მალერი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ კანონის დარღვევის შესაძლებლობას იხილავს, ასევე იძიებს პრეზიდენტის სიძის, მისი ერთერთი მთავარი მრჩევლის-ჯარედ კუშნერის ფინანსურ და ბიზნეს საქმიანობას.
ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა. გამოცემის ადრინდელი სტატიები კუშნერის შეხვედრების შესახებ იუწყებოდა რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკის ხელმძღვანელთან. პრეზიდენტის მრჩევლის ადვოკატები აცხადებენ, რომ კუშნერი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე ამ დღეებში დაწერა, რომ ამერიკა "კუდიანებზე ნადირობის" მომსწრეა.
Facebook Forum