ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის საიმიგრაციო შეზღუდვები ძალაში რჩება


ორშაბათს, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება საიმიგრაციო შეზღუდვების თაობაზე. თუმცა, განკარგულების შესახებ ქვედა სასამართლოებში დავა ჯერ კიდევ გრძელდება.

გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების" საქმეში მიღწეულ "მნიშვნელოვან გამარჯვებად" შეაფასა. ანალოგიური განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ ჰოგან გიდლიმ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან ეს ნაბიჯი "არსებითია სამშობლოს თავდაცვისთვის".

უზენაეს სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. საპრეზიდენტო განკარგულების აღსრულება დაბლოკეს მერილენდის და ჰავაის მოსამართლეებმა.

საიმიგრაციო შეზღუდვა 8 ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. ესენია: ირანი, ლიბია, სირია, სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ჩადი, ვენესუელა და იემენი. აქედან ექვსი სახელმწიფო უმთავრესად მუსლიმებითაა დასახლებული, რის გამოც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას კრიტიკოსები ხშირად მუსლიმთა იმიგრაციის შეზღუდვასაც უწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG