ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან შესაძლოა მექსიკასთან საზღვრის გასაკონტროლებლად და დასახურად სამხედრო ძალაც გამოიყენოს, თუკი მეზობელი სახელმწიფო აშშ-სკენ მიმავალ მიგრანტთა ტალღებს არ შეაჩერებს.
ხუთშაბათ დილით "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტში პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატებიც დაადანაშაულა იმაში, რომ "მიგრანტები შეერთებულ შტატებს" თავს ესხმიან. ის ასევე დაემუქრა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ყველა ტიპის დახმარების შეწყვეტით, თუკი მექსიკა არ შეაჩერებს მიგრანტებს ამერიკისკენ მიმავალ გზაზე.
ტრამპის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე ასეულმა მიგრნატმა ჰონდურასიდან, გვატემალისა და მექსიკის საზღვარი გადაკვეთა და სავარაუდოდ, ისინი ამერიკის საზღვრისკენ მიემართებიან.
Facebook Forum