ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მექსიკა შეაქო და კანადის წინააღდეგ გაილაშქრა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს საღამოს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მექსიკა შეაქოდა და კანადას დაემუქრა.

ტრამპის განცხადება ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანმების პირობების ხელახალ მოლაპარაკებას შეეხებოდა. ტრამპის ტონი მექსიკასთან მიმართებით მეგობრული იყო, რაც განსხვავდებოდა პრეზიდენტის წინა განცხადებებისგან, რომლებიც მექსიკისადმი და მექსიკელებისადმი მსგავსი ტონით არ გამოირჩევა. ტრამპი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფულს მექსიკას გადაახდევინებს, თუმცა ეს დაპირება დღემდე შეუსრულებელი რჩება.

„მექსიკასთან შეთანხმება კარგად მიდის“, თქვა ტრამპმა. „ავტომშენებლები და ფერმერები უნდა იყვნენ გათვალისწინებულნი, თორემ შეთანხმება არ შედგება“, დაამატა მან. მან ასევე დადებითად მოიხსენია მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზი.

თუმცა კანადის მიმართ ტრამპმა მკაცრი ტონი არჩია. „კანადამ უნდა დაიცადოს, მათ ტარიფები და სავაჭრო ბარიერები ძალიან მაღალია... ჩვენ მანქანებზე გადასახადს დავაწესებთ თუ შეთანხმება არ შედგება“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ტრამპს კანადამ განცხადებით უპასუხა. „ჩვენი ფოკუსი არ იცვლება. ჩვენ დავიცავთ კანადურ ინტერესებს NAFTA-ს სამხრივი შეთანხმების მოდერნიზაციისკენ მუშაობის კვლადაკვალ“, ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG