ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფიქრობს, რომ პროკურორები არჩევნებში ჩაერევიან


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ პროკურორები, რომლებიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან კავშირს იძიებენ, ნოემბერში დაგეგმილ, კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ჩაერევიან. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ მისი აზრით, რა გზით და საშუალებებით შეიძლება ჩაერიოს სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდი წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის და 100-კაციანი სენატის თითქმის მესამედის არჩევნებში.

გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ისიც თქვა, რომ მალერის ერთწლიანი გამოძიება ამომრჩევლებს კანდიდატების წინააღმდეგ განაწყობს, რაც რესპუბლიკურ პარტიას დააზიანებს.

პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია გასულ კვირაშივე გაკეთებულ მაიკ პომპეოს განცხადებაზე, რომელშიც ახლადარჩეულმა სახელმწიფო მდივნმა თქვა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ნოემბრის არჩევნებზე რუსეთისგან ჩარევის “გაგრძელების მცდელობას” მოელის და კრემლის ქმედების აღსაკვეთად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG