შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე დროებით შეჩერებულია. დროებითი ზომა საშუალებას მისცემს სასამართლოს ქვედა პალატას დევნილების ნაწილი ქვეყანაში დღესვე შემოუშვას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ენტონი კენედიმ დროებითი გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღო. ის, შესაძლოა, დაახლოებით 24 ათასამდე დევნილს შეეხოს.
იუსტიციის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება იმავე დღეს გაასაჩივრა და განაცხადა, რომ ის სტატუს კვოს და განკარგულების ძალაში შესვლას შეაფერხებს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოაცხადებს, თუ ჯამში რამდენი დევნილის მიღებას გეგმავს მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში.
Facebook Forum