ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საკუთარ იმპიჩმენტზე


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ფოქსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი იმპიჩმენტის შემთხვევაში, საფონდო ბირჟა კრახს ვერ ასცდება. შეერთებული შტატების ლიდერმა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი იმპიჩმენტი, რადგან "ასე კარგად ვმუშაობ" - თქვა მან.

საუბარი იმპიჩმენტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის ყოფილ კამპანიის მენეჯერს პოლ მანაფორტს დანაშაული 8 მუხლით დაუმტკიცდა. ალექსანდრიაში მდებარე ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს შემდეგ, სექტემბერში მანაფორტის ახალი სასამართლო ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გაიმართება.

ამას გარდა, ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი აღიარა მისმა დიდი ხნის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა (ყოფილმა). კოენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, მან ტრამპის ინსტრუქციით, როგორც თვითონ ამბობს, ფული ორ მომჩივან ქალს გადაუხადა. ისინი აცხადებდნენ, რომ ქორწინებაში მყოფ საპრეზიდენტო კანდიდატთან სხვადასხვა პერიოდში სასიყვარულო თავგადასავალი აკავშირებდათ.

ანალიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგი თვლის, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მომხდარი დარღვევები შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. მეორე ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი. იმ ფონზე, როცა შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება, კონგრესის რესპუბლიკელები, რომლებიც დღეს უმრავლესობაში არიან, იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისგან, დიდი ალბათობით, თავს შეიკავებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG