ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ფიქრობს, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანს და საბოლოო ჯამში, მას ამერიკის მსგავსად, ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
ბრიუსელში, ფედერიკა მოგერინიმ, ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსი ევროკავშირისთვის არ იცვლება.
მოგერინის თქმით, ევროპის კავშირი საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ იერუსალიმის სტატუსი ისრაელის და პალესტინელების ორმხრივ მოლაპარაკებაზე არ გადაწყდება. მან პირობა დადო, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, მათ შორის, ეგვიპტესთან და იორდანიასთანაც.
Facebook Forum