ლარი უატი, ამორჩეველი, რომელიც საკუთარ თავს კონსერვატორ რესპუბლიკელად მიიჩნევს ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის, ხმის მიცემას რონ დესანტისთვის ფიქრობდა. ლარის სჯეროდა, რომ ფლორიდის გუბერნატორს მეტი შანსი ჰქონდა, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დაეკავებინა, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
30 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორნოვარსკვლავის გასაჩუმებლად ფულის გადახდის გამო, ტრამპს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს. ასე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ისტორიაში ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სისხლის სამართლებლივი დევნის წინაშე აღმოჩნდა.
„ახლა ხმას დანამდვილებით ტრამპს ვაძლევ. საბრალდებო დასკვნა ჩემთვის ბოლო წვეთი იყო, რადგან ტრამპმა ამდენი პოლიტიკური შეურაცხყოფა განიცადა. ვფიქრობ, ის არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მემარცხენეების ქმედებებს“ - ამბობს უაიტი, 75 წლის კომპოზიტორი ნევადიდან.
შტატი ნევადა პრეზიდენტის ნომინაციისთვის ხმას ნაადრევად აძლევს. ეს შტატს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს იმის გადაწყვეტაში, თუ რესპუბლიკული პარტიის რომელი კანდიდატი იბრძოლებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საინფრომაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომლებსაც სააგენტო ესაუბრა, რონ დესანტისის ნაცვლად ახლა, ტრამპის მხარდაჭერას ფიქრობს. საბრალდებო დასკვნის გამოცხადებამდე, „როიტერის“ თქმით, 35 რესპუბლიკელი რესპოდენტიდან უმეტესობა მზად იყო, ზურგი ექცია ტრამპისთვის და მხარი სხვა კანდიდატისთვის დეჭირა.
35-ვე რესპიოდენტი, „როიტერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საბრალდებო დასკვნა დაუმსახურებელი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ტრამპის წინააღმდეგ წაყნებული ბრალდებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. თუმცა, იურიდიული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ის შეიძლება დაისაჯოს ბიზნეს დოკუმენტების გაყალბებისთვის.
"როიტერის" გამოკითხული 45 რესპუბლიკელი ამომრჩევლიდან 20 აცხადებდა, რომ გეგმავდა მხარი დესანტისისთვის დაეჭირა. საბრალდებო დასკვნის გამოცხადების შემდეგ, მათგან 14 ამბობს, რომ კვლავ ტრამპის მხარდაჭერას ფიქრობს.
საბრალდებო დასკვნა
დონალდ ტრამპის ადვოკატი აცხადებს, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში სამშაბათს გამოცხადდება, სადაც მას თითის ანაბეჭდებს აუღებენ და სისხლის სამართლის საქმისთვის ფოტოებს გადაუღებენ.
მანჰეტენის ნაფიცმ საჯულთა დიდმა კოლეგიამ, დონალდ ტრამოს ბრალი მას შემდეგ წაუყენა, რაც მოისმინა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც სავარაუდოდ, სანქციირებული იყო ტრამპის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებბის კამპანიის ბოლო დღეებში. დენიელსმა, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია თქვა, რომ მას 20016 წელს ეს თანხა წარსულში ტრამპთან სექსუალური კავშირის თაობაზე გაჩუმებისთვის გადაუხადეს. ტრამპი ამგვარ გარიგებას უარყოფს. თუ ეს ბრალდება დადასტურდა, ის შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევად ჩაითვალოს.