გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ორშაბათს, გერმანიის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ეს ვიცე-კანცლერის პირველი ვიზიტია ქვეყანაში.
დღის წესრიგში უკრაინის რეკონსტრუქცია და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაა, წერს გამოცემა „შპიგელი“.
სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა ვიზიტი და თქვა, რომ ჰაბეკი, რომელიც ასევე ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებს, კიევში ორშაბათს დილით ჩავიდა.
უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე ყოყმანის გამო დიდხნიანი კრიტიკის შემდეგ, ბერლინმა გადადგა ნაბიჯი გადაეცა კიევისთვის, „ლეოპარდ 2-ის“ 18 საბრძოლო ტანკი. „ლეოპარდ 2“ ითვლება დასავლეთის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საბრძოლო ტანკად.
უკრაინის ენერგეტიკული სექტორი არაერთხელ მოექცა რუსეთის თავდასხმების ქვეშ კონფლიქტის დროს, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ომმა ასევე გამოიწვია ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვა ბერლინში, რომელიც იძულებული გახდა ეპოვა ალტერნატიული ენერგეტიკული პარტნიორები, რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებზე უარის თქმის შემდეგ.
Facebook Forum