ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კიდევ ერთხელ უარყოფს რუსეთთან კავშირზე ბრალდებებს


ტრამპი უარყოფს იმ ახალ ბრალდებებს, რომლების სამიზნეც ისევ და ისევ ვლადიმირ პუტინის წყალობით გახდა. ბრალდებები იმ შეხვედრების შესახებ ანგარიშების საიდუმლოდ შენახვას ეხება, რომლებიც ვლადიმირ პუტინთან გაიმართა. ამ ხუთ შეხვედრას შორისაა ჰელსინკის სამიტიც.

შაბათს გვიან საღამოს ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” ტოქშოუს წამყვანმა ჯანინ პირომ მას პირდაპირ ჰკითხა უმუშავია თუ არა ოდესმე რუსეთთან. ტრამპმა უპასუხა: “ვფიქრობ, ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი რამაა, რაც ჩემთვის ოდესმე უკითხავთ. თუკი ჰკითხავთ ხალხს რუსეთში, მე რუსეთის მიმართ იმაზე უფრო მკაცი ვიყავი, ვიდრე ვინმე სხვა, რომელიმე სხვა პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე ბოლო 3-4 პრეზიდენტი, თანამედროვე პრეზიდენტები. არავინ ყოფილა ისეთი მკაცრი, როგორც მე, ნებისმიერი პერსპექტივიდან”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ გამოძიების ფედერალური ბიუროს სერიოზულობასა და პროფერიონალისმში, როგორც ეს პრეზიდენტმა გააკეთა ამ ინფორმაციაზე გამოხმაურებისას.
კონგრესმენი ჯეროლდ ნადლერი

ტრამპის კომენტარები გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსის" გავრცელებულ ცნობებს შეეხებოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი გაათავისუფლა, მეტი ეჭვი გაჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრეზიდენტს კავშირი ჰქონდა რუსეთთან, რადგან კომი სწორედ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. "თანამშრომლობდა თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთთან წინასწარგანზრახულად და მოექცა თუ არა სურვილის მიუხედავად მოსკოვის გავლენის ქვეშ" - "ეფ-ბი-აი"-ის გამოძიების ამ ეჭვებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ამბობს, რომ მასზე "საშინელ რაღაცებს" ამბობენ და ეს "გაზეთი არის კატასტროფა".

ვირჯინიის სენატორი მარკ უორნერი, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი წევრების ლიდერია, ამბობს, რომ დონალდ ტრამპი "თუთიყუშივით იმეორებდა" პოტინის პოლიტიკას.

"ძალიან რეალური დაშვება იყო ის, იყო თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი", - ამბობს უორნერი "განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა 2016 წლის გამოკითხვების მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნა მის ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს. ამ უკანასკნელს კი გამოძიების ფედერალური ბიუროს აზრით, რუსეთის დაზვერვასთან აქვს კავშირი.

კიდევ ერთი დემოკრატი სენატორი დიკ დურბინი, რომელიც სენატში ილინოისის შტატს წარმოადგენს, ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "არსებობს სერიოზული კითხვები" იმის თაობაზე, თუ რატომაა ტრამპი ასეთი "მეგობრული".

თუმცა კიდევ უფრო ადრე, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეროლდ ნადლერმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში კომიტეტი მეტ ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ უკეთ გაერკვეს როგორც პრეზიდენტის ქმედებებში ისე, გამოძიების ფედერალური ბიუროს რეაგირების საკითხში. “არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ გამოძიების ფედერალური ბიუროს სერიოზულობასა და პროფერიონალისმში, როგორც ეს პრეზიდენტმა გააკეთა ამ ინფორმაციაზე გამოხმაურებისას”, - განაცხადა ნადლერმა.

ტრამპმა ასევე გაილაშქრა “ვაშინგტონ პოსტის” ახალი სტატიის წინააღმდეგ. სტატიაში საუბარი იყო ტრამპის მცდელობაზე, დამალოს პუტინთან შეხვედრისა და საუბრის მაქსიმალურად ყველა დეტალი. ერთ-ერთ მასალაში გამოცემა წერს, რომ ტრამპმა მის ერთ-ერთ თარჯიმანს ჩანაწერების რვეულიც კი გამოართვა და ყველა დანარჩენი გააფრთხილა არ ესაუბრათ ტრამპი-პუტინის შეხვედრისას განხილულ საკითხებზე არც ერთ სხვა ოფიციალურ პირთან თუნდაც თეთრი სახლიდან და ადმინისტრაციიდან.​

გაზეთი წერს, რომ ეს ტრამპისა და პუტინის 2017 წელს ჰამბურგში შეხვედრის შემდეგ მოხდა. ამ შეხვედრას ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც ესწრებოდა. თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც 2018 წლის ჰელსინკის სამიტს მოჰყვა, ეს ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა იყო, რომელიც გასულ წელს, ივლისში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში ისაუბრა, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით. მათი შეხვედრისა და საუბრის შესახებ ოფიციალური ჩანაწერები არ გავრცელებულა. თუმცა ტრამპმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ შეხვედრაზე ისეთი არაფერი თქმულა, რისი დამალვაც სურს და თუ საჭიროა, შეუძლია საუბრის ტექსტობრივი ჩანაწერები გაავრცელოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG