ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და პუტინი უკრაინის საკითხს შაბათს განიხილავენ


ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები შაბათს პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს. როგორც ჩანს, შეხვედრის დღის წესრიგი უკვე შეთანხმებულია თეთრ სახლსა და კრემლს შორის. ეს მათი მეორე ოფიციალური, პირისპირ შეხვედრა იქნება.

იარაღის კონტროლის თემა, უსაფრთხოება, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული საკითხები - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებსაც თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, მხარეები განიხილავენ.

კრემლის მტკიცებით, მთავარი საკითხი დონალდ ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რომლის თანახმადაც ამერიკამ "ცივი ომის" დროინდელი შეთანხმება დატოვა. თუმცა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნამდვილად ერთ-ერტი წამყვანი თემა იქნება ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბრისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG