ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: ტრამპი და პუტინი ბუენოს-აირესში შეხვდებიან


შეხვედრა ჰელსინკიში. 2018 წლის 16 ივლისი.
შეხვედრა ჰელსინკიში. 2018 წლის 16 ივლისი.

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, ბუენოს-აირესში შეხვდებიან. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

"არ არის განსაზღვრული კონკრეტული განრიგი"- განმარტა თეთრმა სახლმა, რაც მართლაც ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ დაუგეგმავი შეხვედრა გაიმართება.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა შეხვედრა რუს კოლეგასთან თავად გააუქმა უკრაინაში, შავ ზღვაში სამი უკრაინული გემის და კატარღის, ასევე მათი ეკიპაჟების დაკავების გამო. უმაღლეს დონეზე შეხვედრის გაუქმებას, რამდენიმე საათით წინ უძღოდა ვაშინგტონში გავრცელებული ინფორმაცია ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის საბრალდებო აღიარების შესახებ.

კოენმა დაადასტურა, რომ მან აშშ-ის კონგრესთან იცრუა ტრამპის უძრავი ქონების მშენებლობის პროექტზე მოსკოვში. ირკვევა, რომ მოლაპარაკება ორ მხარეს შორის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გრძელდებოდა და ის არ შეწყვეტილა 2016 წლის დასაწყისში, როგორც ეს თავიდანვე ტრამპმაც არაერთხელ საჯაროდ თქვა. მოვლენების ახალი განვითარება აჩვენებს, რომ ე.წ. მალერის საგანგებო გამოძიება არჩევნების დროს ტრამპის კამპანიის მოსკოვთან კომუნკიკაციის საქმეში დაწინაურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG