ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ქარიშხალ "ლაურას" გაძლიერებას ელოდებიან


ქარიშხალი "ლაურა" ნელ-ნელა ამერიკის ტერიტორიას უახლოვდება. მექსიკის ყურესთან მოსვლის შემდეგ ლუიზიანასა და ტეხასის მოსახლეობა შტორმის მოლოდინშია. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ "ლაურა" ძლიერდება.

ამერიკის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში იციან, რომ "ლაურა" ძალას იკრებს, თუმცა ჯერ ზუსტად ვერ ამბობენ რა მიმართულებით წავა ის და ზუსტად რომელი ტერიტორია იქნება საფრთხის ქვეშ. სავარაუდოდ, ეს ტერიტორიები მექსიკი ყურესთან ახლოს მდებარე შტატები: მისისიპი, ტეხასი და ლუიზიანა იქნება.

ორშაბათს, ქარიშხალ "ლაურას" გამო ძიერი წვიმა იყო კუბაში და ფლორიდის გარკვეულ ტერიტორიაზეც.

ქარიშხლის გამო 11 ადამიანი დაიღუპა ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში. ასობით ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა პუერტო-რიკოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG