ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ტროპიკულ ქარიშხალ "ლაურას" ელოდებიან


ამერიკის ყურის სანაპიროს ორი ქარიშხალი უახლოვდება. იქ გადაუღებელ წვიმას, ქარს და დატბორვის საშიშროებას ელიან. ტროპიკული ქარიშხალ "ლაურას" შედეგები უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე ხალხმა კუბასა და იამაკიაში.

ამერიკის ქარიშხლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ "ლაურა" ქარიშხლის სტატუსს, დაახლოებით, სამშაბათისთვის მიაღწევს და ის ჰაიტის, იამაკისა და კუბის ტერიტორიებს მოიცავს.

ქარიშხლის ცენტრი, სავარაუდოდ, კუბის სამხრეთ ნაწილიდან ორშაბათს გადაინაცვლებს, შემდეგ მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილში გადავა და ამერიკის ტერიტორიაზე ოთხშაბათს ელოდებიან.

ქარიშხალმა "ლაურამ" ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 100,000-ზე მეტი ადამიანი დომინიკის რესპუბლიკაში, ჰაიტიში. არის მსხვერპლიც - ქარიშხლის გამო დაიღუპა 11 ადამიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკვე მოაწერა ხელი საგანგებო მდგომარეობის დეკლარაციას ლუიზიანასა და მისი მეზობელი შტატის, მისისიპის გუბერნატორების თხოვნის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG