სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი გორდონი დღეს ხმელეთთან შეხებამდე ძალას კიდევ უფრო მოიკრებს. ქარის სიჩქარე სულ ცოტა, საათში 119 კილომეტრი იქნება.
შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ გორდონი, რომელსაც თან ხშირი წვიმაც ახლავს, თავს 3 შტატის სანაპირო ზოლს დაატყდება. ესენია: ლუიზიანა, მისისიპი და ალაბამა. 20 სანტიმეტრამდე ნალექია მოსალოდნელი არკანზასის შტატშიც.
ქარიშხალი გორდონი ოთხშაბათიდან კონტინენტის სიღრმისკენ გადაინაცვლებს და ძალას თანდათან დაკარგავს. შტორმმა ძლიერი ქარი და წვიმები ფლორიდის შტატსაც მოუტანა, სადაც ნაპირების უმეტესობა ორშაბათს, ფედერალურ უქმე დღეზე, ტურისტებისთვის და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის დახურული იყო.
Facebook Forum