სუბტროპიკული ქარიშხალი „ალბერტო“ 2018 წლის პირველი ქარიშხალია, რომელიც ამერიკის და კუბის სანაპიროებს უახლოვდება.
ამერიკის ეროვნული ქარიშხლის ცენტრის პროგნოზით, ქარიშხალი მაქსიმალურ სიჩქარეს - 100 კმ საათში დღეს მიუახლოვდება.
დიდი ნაალექი და წყალდიდობაა მოსალოდნელი ალაბამის, ფლორიდის და ჯორჯიის შტატებში.
ატლანტის ოკეანის ქარიშხლების სეზონი პირველ ივნისს იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. სინოპტიკოსების ცნობით, წელს 10-დან 16-მდე ქარიშხალია მოსალოდნელი, მათ შორის ოთხი ძლიერი ქარიშხალია.
Facebook Forum