ფლორიდის შტატში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ქარიშხლის გამო 2 მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
კვირას შუადღისას ქარიშხალი "ირმა" ფლორიდის ტერიტორიაზე მე-2 კატეგორიის სიმძლავრეს ინარჩუნებდა.
კვირას შუადღისას "ირმა" ფლორიდის ქალაქ ნეაპოლს უახლოვდებოდა. ეს ქალაქი შტატის დასავლეთში, მექსიკის ყურეში მდებარეობს. ქარის სიჩქარე იქ საათში 195 კილომეტრი იყო.
Facebook Forum