სინოპტიკოსები, ქარიშხალ "ირმას" დასუსტებას ვარაუდობენ. ქარიშხალი ჩრდილოეთ ფლორიდას და სამხრეთ ჯორჯიის შტატს ემუქრება. თუმცა პროგნოზის მიხედვით, "ირმას" მიერ მოტანილი ტალღები ჯერ ისევ საშიშია სიცოცხლისთვის. კვირა საღამოს "ირმა" საათში 155 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა. ქარიშხალმა უდიდესი ზარალი მიაყენა ფლორიდის შტატს. პრეზიდენტმა ტრამპმა ფლორიდის შტატი კატასტროფის ზონად გამოცხადა, რის შედეგადაც შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. შტორმის შედეგად ფლორიდაში 3 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხალმა ამ დრომდე კარიბის ზღვის აუზში 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულებს. ანტიგუასა და ბარბუდაზე შენობების 95% დანგრეული ან დაზიანებულია. შტორმმა ასევე განუზომელი ზარალი მიაყენა პუერტო რიკოსა და ამერიკის ვირჯინიის კუნძულებს. დაზარალებულია ასევე საფრანგეთის და ჰოლანდიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კუნძულები კარიბის ზღვაში.
Facebook Forum