ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიო: ზაფხულის ოლიმპიადას მაინც ჩავატარებთ


იაპონიაში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მაინც გაიმართება.

"ოლიმპიადას ჩავატარებთ იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება კორონავირუსის მხრივ შექმნილი სიტუაცია" - თქვა იოშირო მორიმ.

მისი განცხადების მიხედვით, დისკუსია ახლა იმაზე უნდა მიმდინარეობდეს, თუ როგორ ჩატარდება ოლიმპიადა და არა იმაზე, გაიმართება თუ არა ის საერთოდ. ოლიმპიადა "ტოკიო-2020" გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

ტოკიო-2021-ის გახსნის თარიღად 23 ივლისი ცხადდება. ქვეყნის დიდ ნაწილში ახლა ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, თუმცა მიუხედავად ამისა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტი ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG