ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი დაჯგუფების დამარცხებაზე ფოკუსირებას ითხოვს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კუვეიტში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მიღწეული წარმატების მიუხედავად, აუცილებელია დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაზე მობილიზაციის შენარჩუნება.

რექს ტილერსონი 2014 წელს, დაჯგუფების წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში მებრძოლ, ამერიკის მოკავშირე ქვეყნების წარმომოადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა დამსწრეებს აუწყა, რომ სირიის ახლად გათავისუფლებული ტერიტორიების დასახმარებლად, ამერიკა 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

“დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” რეგიონის, ჩვენი სამშობლოს და სამყაროს სხვა ნაწილებისთვისაც კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება” - განაცხადა ტილერსონმა. მისი თქმით, დაჯგუფების მებრძოლებმა იმ ტერიტორიების 98 პროცენტი დაკარგეს, რაც ერაყში და სირიაში ე.წ. ხალიფატის გამოცხადების მომენტში ჰქონდათ დაპყრობილი. თუმცა, საფრთხემ ახლა სახე იცვალა: ტერორისტები სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ფილიპინები, ლიბია, დასავლეთ აფრიკა და სხვა, ცდილობენ ერთგვარი უსაფრთხო სამოთხე მოიწყონ და თავდასხმები გააგრძელონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG